ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები ოფიაციალური თეირანს  ირანის ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი პუნქტების, კერძოდ ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებას თხოვენ.


თუმცა გუშინ ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა რომ ირანმა მიიღო გადაწყვეტილება და აგრძელებს ბირთვულ ტექნოლოგიბზე მუშაობას. მან ასევე აღნიშნა რომ ირანი არ აპირებს ბირთვული იარაღის შექმნას.

ოფიციალური წყაროები იუწყებიან რომ ირანი თავის პოზიციას რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩებს წერილობითი ფორმით გააცნობს.

თერიანში შვეიცარიის დესპანი შეერთებულ შტატებს წარმოადგენს, რადგანაც ამერიკასა და ირანს შორის დიპლომატიური კავშირი არ არსებობს.

შეგახსენებთ რომ ივნისში ექვსმა ქვეყანამ ირანს ბიურთვული პროგრამის სანაცვლოდ ინიციატივათა პაკეტი შესთავაზა.

XS
SM
MD
LG