ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

   პრეზიდენტმა ბუშმა უარყო ერაყიდან ამერიკის ჯარების გამოყვანის შესაძლებლობა, რაც მისი აზრით დიდი შეცდომა იქნებოდა.


პრეზიდენტის თქმით დღესდღეობით ერაყიდან გასვლა ახლო აღმოსავლეთში რეფორმატორების პოზიციებს შეასუსტებს და ირანის და ექსტრემისტების გათამამებას გამოიწვევს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერაყში ბოლომდე აპირებს მშვიდობისთვის ბრძოლას და ამ ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერას. მისი თქმით ერაყში შეერთებული შტატების მარცხი ამერიკის უშიშროებას დაემუქრება.

პრეზიდენტ ბუშის განცხადებით სამხედრო მეთაურები ამჟამად ტერორისტების წინააღმდეგ მოქმედების ტაქტიკას ხვეწენ ერაყში რელიგიურ ნიადაგზე ძალადობის შეწყვეტის მიზნით.

XS
SM
MD
LG