ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში სადამ ჰუსეინის მეორე სასამართლო პროცესი დაიწყო.


ამჯერად მას ქურთების გენოციდში ადანაშაულებენ, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინათ მოხდა.

ერაყის ყოფილი ლიდერი სასამართლოს დარბაზში დემონსტრაციულად არ ემორჩილებოდა მოსამართლეს. მან უარი თქვა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და არც ოფიციალური განცხადება გაუკეთებია საკუთარი უდანაშაულობის ან ბრალეულობის დადასტურების შესახებ. ამის გამო მოსამართლე იძულებული გახდა სადამ ჰუსეინის მაგივრად შეეტანა განცახდება, მისი უდანაშაულობის შესახებ.

სადამ ჰუსეინს და მის 6 თანამოსაქმეს ანფალის ოპერაციის ორგანიზებაში ედებათ ბრალი, როდესაც ერაყელმა სამხედროებმა 1987-88 წლებში 100 000-მდე ქურთი მოკლეს, ირან-ერაყის ომის დროს მოწინააღმდეგის მხარდაჭერის საბაბით.

მთავარი ბრალმდებელის ჯაფარ ალ-მუსავის განცხადებით ამ ოპერაციის დროს უდანაშაულო მოხუცებს ქალებს და ბავშვებს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებდნენ რომ ისინი ქურთები იყვნენ.

XS
SM
MD
LG