ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დაეჯახა


ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით ქაიროს ჩრდილოეთით ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად სულ ცოტა 58 ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა.

კატასტროფა ქალაქ ქალიუბის მახლობლად მოხდა, რომელიც მდინარე ნილოსის დელტაში მდებარეობს.

დაღუპულთა უმრავლესობა ფერმერები და სახელმწიფო მოხელეები იყვნენ, რომლებიც ქაიროში მიდიოდნენ.

ხელისუფლებნის განცხადებით მანსურიდან ქაიროსკენ მიმავალი მატარებელი მის წინ მყოფ სამგზავრო შემადგენლობას უკნიდან დაეჯახა, რადგან მემანქანემ ვერ შეამჩნია წითელი სიგნალი.

ძლიერი შეჯახების შედეგად სამგაზვრო ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდნენ და გადაყირავდნენ, ერთ-ერთ მატარებელში კი ხანძარი გაჩნდა.

წელს ეგვიპტეში ალექსანდრიის მახლობლად კიდევ ერთი სარკინიგზო კატასტროფა მოხდა რომლის დროსაც 20 ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG