ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისარელის ჯარისკაცებმა პალესტინის ვიცე-პრემიერი ნასერ ალ-შაერი დააპატიმრეს.


ჰამასის წარმომადგენლების განცხადებით ებრაელმა ჯარისკაცებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს პალესტინის მთავრობის წევრი.

ისრაელის სამხედროების განცხადებით ალ-შაერი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის დააპატიმრეს.

დღესვე პალესტინელმა მეომარმა ერთი ებრაელი ჯარისკაცი მოკლა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განხორციელებული თავდასხმის დროს.

ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ აქტიური მოქმედება დაიწყო მას შემდეგ რაც დასავლეთ ნაპირიდან ებრაელი ჯარისკაცი გაიტაცეს.

ამჟამად ისრაელის ციხეებში პალესტინის მინისტრთა კაბინეტის 4 წევრი და 30 პარლამენტარი იმყოფება რომლებიც ჰამასისი წევრები არიან.

XS
SM
MD
LG