ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის დედაქალაქში დროებით აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა


ერაყის დედაქალაქში დროებით აიკრძალა ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიიტების მიერ იმამ ალის ხსოვნის საპატივცემულოდ გამართული დღესასწაულის გამო.

ეს აკრძალვა ორშაბათამდე გაგრძელდება. ამჟამად ბაღდადში ასობით ათასმა მლოცველმა მოიყარა თავი.

ერაყის პოლიციის განცახდებით 7 შიიტი მომლოცველი დღეს ბაღდადის ადილის რაიონში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.

შარშან ანალოგიური რელიგიური დღესასწაულის დროს ათასამდე ადამიანი დაიღუპა ჭყლეტაში, როდესაც მდინარე ტიგროსზე გადებულ ხიდზე პანიკა წარმოიშვა კამიკაძის შესახებ ხალხში გავრცელებული ჭორის გამო.

XS
SM
MD
LG