ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს ქვეყნის სამხრეთის სასაზღვრო რაიონი დაიკავეს


ბეირუთი თხუთმეტ ათას სამხედრო მოსამსახურეს უხდენს დისლოცირებას მდინარე ლიტანის სამხრეთით განლაგებულ ტერიტორიაზე, რასაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია მოითხოვს. მას შემდეგ რაც ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა ისრაელმა ლიბანის სამხრეთიდან თითქმის მთლიანად გაიყვანა მისი შეიარაღებული ძალები. ამიერიდან ლიბანის შეიარაღებული ძალები თხუთმეტ ათასიანი საერთაშორი სამხედრო კონტინგენტთან ერთად პატრულირებას გაუწევს რეგიონს, რათა შეინარჩუნონ ცეცხლის შეწყვეტა.

ამ ფონზე ადგილი აქვს ძალისხმევას შექმნან საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი. როგორც გაეროს დიპლომატები აცხადებენ ბანგლადეშმა, ინდონეზიამ, მალაიზიამ და ნეპალმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის თაობაზე, რომ მზად არიან თითო ბატალიონი გამოჰყონ ამ მიზნებისათვის. იტალიის მთავრობის განცხადების თანახმად იგი თავისიკონტინგენტის ჩართვას აპოირებს საერთაშორისო ძალისხმევაში. დანიამ განაცხადა, რომ იგი ორ სამხედრო ხომალდს გამოჰყოფს ამ მიზნებისათვის. როგორც ოფიციალურმა პარიზმა განაცხადა იგი დაუყოვნებლივ გადაისვრის ლიბანის სამხრეთში მის ორას სამხედრო მოსამსახურეს, რომლებსაც გაეროს კონტინგენტში ჩართავენ.

გაეროში აშშ-ის დესპანის მოადგილემ ალეხანდრო ვულფმა განაცხადა, რომ აშშ-ი არ აპირებს მისი სამხედრო მოსამსახურეების სამშვიდობო კონტინგენტში ჩართვას, თუმც ვაშინგტონი ამ ძალისხმევას მატერიალურ-ტექნიკურ შემწეობას აღმოუჩენს. მისივე თქმით ვაშინგტონს ახლა ის აღელვებს, თუ რამდენად სწრაფად გახდება შესაძლებელი საერთაშორისო ძალების ლიბანის სამხრეთში გადასროლა. მან კერძოდ თქვა:

“ჩვენ თავის დროზე ხაზგასმით ავღნიშნეთ, რომ ოპერაციის დროულ ჩატარებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. საჭიროა დაუყოვნებლივ გამოვეხმაუროთ რეზოლუცია ნომერ 1701-ს და მოვუწოდოთ გაეროს წევრ ქვეყნებს რაც შეიძლება სწარაფი რეაქცია მოახდინონ შექმნილ ვითარებაზე.”


XS
SM
MD
LG