ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციური ძალების ჯარისკაცი მოჰკლეს


როგორც ავღანეთში განლაგებული კოალიციური ძალების პრეს-ცენტრი იუწყება ქვეყნის აღმოსავლეთში მოთარეშეებმა თავდასხმა განახორციელეს კოალიციური ძალების პატრულზე. ამტყდარი სროლისას ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე კი დაიჭრა. მანამდე კიდევ ერთ შეტაკებას ჰქნდა ადგილი პაკისტანის საზღვართან, სადაც შეიარაღებული შეტაკებისას რვა მოთარეშე დაიღუპა.

დღეს დღეობით ავღანეთში დისლოცირებული ამერიკული ძალები მოთარეშეთა წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებს ძირითადად ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რაიონში ატარებენ. ტაქტიკური ცვლილება ოპერაციების დაგეგმვაში მას შემდეგ შეიტანეს, რაც ამა წლის ივლისში ნატომ უშიშროების ოპერაციების ჩატარების მოვალეობა გადაიბარა ავღანეთის სამხრეთში.

XS
SM
MD
LG