ტოკიოს უზენაესმა სასამართლმომ არ დააკმაყოფილა ტოტალიტარული სექტა აუმ შინ რიკიუს წევრის თხოვნა შეწყალებაზე. შეგახსენებთ, რომ ამ სექტამ 1995 წელს ტოკიოს მეტროს სისტემაში ნერვულ-დამადამბლავებელი გაზი გაუშვა, რის შედეგადაც 12-ი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
მასამი ჩუცია ტოკიოს სასამართლომ 2004 წელს დამნაშავედ სცნო მკვლელობაში და მას სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა შეუფარდა. სასამართლოს დადგენილების თანახმად მსჯავრდებული შეთქმულებაში მონაწილეობდა სექტის ლიდერთან შოკო ასაჰარასთან, რომელსაც 2004 წელს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა.
მაისში ტოკიოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სექტის ლიდერის თხოვნა შეწყალებაზე.