ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ ლიბანის დაბომბვის შედეგად ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით, ექსპერტები საბერძნეთში შეიკრიბნენ.


დღეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები, ისრაელის მიერ ლიბანის ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად მომხდარი, დიდი რაოდენობის ნავთობის დაღვრასთან დაკავშირებით, საბერძნეთში შეიკრიბნენ.

ექსპერტები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ლიბანიდან, საბერძნეთიდან, სირიიდან, თურქეთიდან და ევროკავშირიდან, გაეროსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ, დაბინძურების თავიდან აცილების გეგმის შემუშავების მცდელობით მოწვეულ შეხვედრას ესწრებიან.

ბეირუთის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე ჯიიას ელექტროსადგურის დაბომბვას, ზღვაში თხუთმეტ ათას ტონამდე ნავთობის ჩაღვრა მოჰყვა. შიშობენ, რომ ნავთობის ჩაღვრამ უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სანაპირო ზოლს და რეგიონის ზღვის ფაუნას.

XS
SM
MD
LG