ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში დაგეგმილ ტერაქტებში ეჭვმიტანილთ ბრალდების წაყენების გარეშე გაუგრძელეს დაკავების ვადა.


ამის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო სასამართლომ. მოსმართლის განჩინების თანახმად 21 ეჭვმიტანილი ოცდასამ აგვისტომდე შეიძლება დააკავონ. კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეს ვადა მხოლოდ ოცდაერთ აგვისტომდე გაუგრძელეს. ისინი გასულ კვირას აიყვანეს.

ერთი ეჭვმიტანილი გუშინწინ რაიმე ბრალდების წაყენების გარეშე გაათავსიუფლეს.სკოტლანდ იარდი არანაირ კომენტას არ აკეთებს ამ ეჭვმიტანილის საკითზე.

ბრიტანეთში მოქმედი კანონის თანახმად დაშვებულია ეჭვმიტანილთა ოცდარვა დღემდე დაკავება რაიმე ბრალდების წაყენების გარეშე.

ზემოთხსენებული პირები ეჭვმიტანილნი არიან თხევადი ფეთქებადი მასალებით ათი სამგზავრო ავიალაინერის აფეთქების მცდელობაში.

კიდევ შვიდი ეჭვმიტანილი პაკსიტანში ჰყავთ დაკავებული.

XS
SM
MD
LG