ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორ ტერაქტს ჰქონდა ადგილი


დაიჭრა 7 ავღანელი პოლიციელი და ერთი უცხოელი ჯარისკაცი.

დღეს ურუზგანის პროვინციაში კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა პოლიციის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.

ამ ტერაქტიდან სულ რამოდენიმე საათში ყანდაარის პროვინციაში ავღანეთისა და კოალიციური ჯარების ავტოკოლონის შორიახლოს კიდევ ერთმა კამიკაძ-ტერორისტმა ავტომობილში აიფეთქა თავი. დაიჭრა კოალიციის ძალთა ერთი ჯარისკაცი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ავღანელ ოფიციალურ პირთა განცხადების თანახმად ყანდაარის პროვინციაში ვიანობადაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს მედიკოსთა ჯგუფის წევრები, რომლებიც ლტოლვილთა ერთერთ ბანაკისაკენ მიემგზავრებოდნენ. დაუზუსტებელი მონაცემებით 15 კაცია გატაცებული.

კაოლიციური ძალების პრესცენტრის განცხადების თანახმად წუხელ კუნარის პროვინციაში მომხდარი შეიარაღებული შეტაკების დროს კოალიციურმა ძალებმა რვა მოთარეშე მოკლეს.

XS
SM
MD
LG