ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ლიბანს საფრანგეთის, თურქეთის, პაკისტანის და მალაიზიის დიპლომატები ეწვევიან


ისინი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად გაეროს სამშვიდობოების ლიბანის სამხრეთში განლაგების დეტალებს გაბიხილავენ.

საფრანგეთის ხელმძღვანელობით ისრაელის საზღვართან გაეროს 15 ათასიან ჯართან ერთად ლიბანის იგივე რაოდენობის შეიარაღებული ძალები ჩადგებიან.

ჯარის ამოცანაა შეინარჩუნოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც ორი დღის წინ შევიდა ძალაში.

მომავალი ორი კივირის განმავლობაში გაერო კონფლიქტის ზონაში დამატებით სამი ათასი მშვიდობიმყოფელის დისლოცირებას ითვალისწინებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმ ისრაელის ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა რომ შექმნილი ვითარებისნ გათვალისწინებით თუ ვიმსჯელებთ პროცესი ნელი ტემპით შეიძლება განვითარდეს. მან კერძოდ თქვა:

"ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ რომ მშვიდობისმყოფელთა კონფლიქტის ზონაში დისლოცირება სწრაფად განხორციელდეს. თუმცს პროცესი შეიძლება თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს"

თუმცა აშშ-ი აცხადებს რომ სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში დისლოცირება უპირველესი მიზანი უნდა იყოს და მიუღებელია რამე დაყოვნება ამ საქმეში.

XS
SM
MD
LG