ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკამათო სასაზღვრო წყლებში, რუსეთის საპატრულო ხომალდმა იაპონურ თევზმჭერ გემს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც 1-რთი იაპონელი მეთევზე დაიღუპა.


საკამათო სასაზღვრო წყლებში, რუსეთის საპატრულო ხომალდმა იაპონურ თევზმჭერ გემს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც 1-რთი იაპონელი მეთევზე დაიღუპა. ტოკიომ უმალ გამოხატა პროტესტი. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ტომოჰიკო ტანიგუჩიმ განაცხადა, რომ რუსების ქმედებასთან შერიგება შეუძლებელია:

“იაპონიის მთავრობა იმის გარანტიას მოითხოვს რუსეთისაგან, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს გამეორდება. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვთ დაკავებული მეთევზეებისა და ხომალდის დაუყონებლივ გათავისუფლებას. ციტატის დასასრული.

იაპონიის სანაპირო დაცვა ამტკიცებს, რომ რუსებმა იაპონური ხომალდის ეკიპაჟის 3-მი დანარჩენი წევრი დააკავეს და კურილის კუნძულებზე მდებარე რუსულ პორტში გადაიყვანეს.

ინციდენტი იაპონიის ჰოკაიდოს კუნძულის აღმოსავლეთ კონცხის შორიახლოს, კურილის კუნძულებიდან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ კურილის კუნძულების ანექსია, რუსეთმა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მოახდინა.

რუსეთი ხშირად დებს ბრალს იაპონელ მეთევზეებს საზღვრის დარღვევაში, თუმცა 1956-ტი წლის შემდეგ ეს პირველი ფატალური ინციდენტია.

რუსები ამტკიცებენ, რომ გასროლა მას შემდეგ მოხდა, რაც იაპონური ხომალდი არ დაემორჩილა შეჩერების ბრძანებას.

რუსეთმა დღეს წუხილი გამოხატა მეთევზის სიკდილის გამო.

XS
SM
MD
LG