ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ტერ.აქტების მცდელობის საქმის მოკვლევა გრძელდება


დიდი ბრიტანთის ოფიციალური პირები სასამართლოსაგან ამერიკული ტრანსატლანტიკური სამგზავრო თვითმფრინავების აფეთქების მცდელობაში დაკავებულ ეჭვმიტანილ პირთა დაკავების ვადის გაგრძელებას ითხოვენ.

ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად პოლიციამ დღის ბოლომდე დაკავებულებს უნდა წაუყენოს ბრალდება, გაათავისუფლოს ან მოითხოვოს სანქცია მათი ვადაზე დიდ ხანს დაკავების შესახებ.

დიდ ბრიტანეთში 24 , ხოლო პაკისტანში 7 ეჭვმიტანილია დაკავებული.

ბრიტანული გაზეთის “the times”- ის თანახმად ბრიტანელი დიპლომატები ისლამაბადში მოითხოვენ პაკისტანში დაკავებული ერთერთი ეჭვმიტანილის ექსტრადიციას , ვინაიდან ვარაუდობენ რომ 25 წლის ბრიტანელი რაშიდ რაუფი ტერორისტული აქტის ერთერთი ორგანიზატორია.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ლონდონში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს განიხილავენ.

XS
SM
MD
LG