ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოთარეშეების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ავღანეთში 6 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დასავლეთის ფარას პროვინციაში, თალიბანი მოთარეშეების მიერ პოლიციის ავტოკოლონაზე განხორციელებულ თავდასხმას 6 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია 3 პოლიციელი.

თავდასხმა დღეს გულისტანის ოლქსა და ქალაქ ფარას დამაკავსირებელ გზაზე მოხდა. ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოკლული გულისტანის პოლიციის ყოფილი თავკაცია.

ამერიკელი სამხედროები კი აცხადებენ, რომ კოალიციისა და ავღანეთის ძალებმა, ხოსტის პროვინციაში მოწყობილი რეიდის დროს, ალ-ყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი 1 კაცი მოკლეს.ამ ინფორმაციის თანახმად მოკლული ქალად იყო გადაცმული. ამ ოპერაციის მსვლელობისას დაკავებულია 13 ეჭვმიტანილი და ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება.

XS
SM
MD
LG