ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კამიკაძის მიერ ავტომანქანის აფეთქების შედეგად ერაყის ქალაქ მოსულში 9 ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა.


პოლიციის განცხადებით ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი ქურთისტანის პატრიოტული კავშირის ოფისთან ააფეთქეს რომელსაც ერაყის პრეზიდენტი ჯალალ თალაბანი ხელმძღვანელობს.

შიიტების წმინდა ქალაქ ქარბალაში კი ერაყის არმიასა და ანტი-ამერიკული რელიგიური მოღვაწის მაჰმუდ ალ-ჰასანის შეიარაღებულ მომხრეებს შორის მოხდა შეტაკება,რომლის დროსაც სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა.

კონფლიქტი ერაყის არმიის მიერ იარაღის ამოღების მცდელობამ გამოიწვია, რომლებმაც რეიდი განახორციელეს ერთ-ერთ- რელიგიური სასწავლებლის ტერიტორიაზე. სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ხელისუფლებამ ქარბალაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ამასობაში ბაღდადში ამერიკელმა სამხედროებმა ალყა შემოარტყეს დურას რაიონს, სადაც ყველაზე მეტი ტერაქტები ხდება რელიგიურ ნიადაგზე.

ამერკელი სამხედროების განცხადებით კვირას ბაღდადში მომხდარი ტერაქტის დროს 63 ადამიანის დაღუპვა გაზის აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად მოხდა.

XS
SM
MD
LG