ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ისრაელის ჯარები გადიან ლიბანიდან ჰეზბოლასთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ამოქმედებიდან მეორე დღეს


ლიბანის ხელისუფლების ინფორმაციით ისრაელმა უკვე გაიყვანა თავისი ჯარები ქალაქ მარჯაუნიდან.

ისრაელის სარდლობის განცხადებით ებრაელი ჯარისკაცები ლიბანის და გაეროს სამხედროებისთვის პოზიციების გადაბარებისთვის ემზადებიან.

საერთაშორისო სამშვიდობო ძალები და ლიბანის არმია უახლოეს დღეებში დაიწყებენ ლიბანის სამხრეთში განლაგებას.

ლიბანის სამხრეთისკენ მიმავალი ომისგან დანგრეული გზები გადაჭედილია ლიბანელი ლტოლვილებით რომლებიც საკუთარ სახლებში დაბრუნებას ცდილობენ.

ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობამ კი ჰეზბოლას სარაკეტო თავდასხმების შემდეგ პირველად შესძლო ბომბსაფარებიდან ამოსვლა.

XS
SM
MD
LG