ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერტებული შტატები, ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით თურქმენეთთან თანამშრომლობას აპირებს.


შეერთებული შტატების სახემლწიფო მდივნის თანაშემწემ შუა და სამხრეთ აზიის საკითხებში სტივენ მანმა განაცხადა, რომ ამერიკა თურქმენეთიდან პაკისტანსა და ჩინეთში ბუნებრივი აირის მილსადენების გაყვანის პროექტითაა დაინტერესებული.

ბატონმა მანმა ამერიკისა და თურქმენეთის ენერგიის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობის შესახებ, აშხაბადში თურქმენეთის პრეზიდენტთან სეფარმურად ნიაზოვთან შეხვედრისას ისაუბრა.

ბატონი ნიაზოვი ამბობს, რომ მისი ქვეყნის ნახშირწყალბადის რესურსების ექსპლუატაცია, თურქმენეთის მოსახლეობას, მსოფლიო სამშვიდობო პროცესსა და კეთილდღეობის მიღწევის საქმეს წაადგება.

ამერიკის საელჩო თურქმენეთში აგრეთვე აცხადებს, რომ ორმა მხარემ უშიშროების საკითხში თანამშრომლობის შესაძლებლობაც განიხილა.

XS
SM
MD
LG