ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის ორ დღიანი შეხვედრა


ყოფილი საბჭოთა კავშირის 6 რესპუბლიკის ლიდერები რუსეთის ქალაქ სოჭში შეიკრიბნენ ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით.

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის ორ დღიან შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მასპინძლობს. რუსეთის გარდა ამ შეხვედრაში ბელორუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით ამ შეხვედრის მთავარი მიზანი ექვს სახელმწიფოს შორის საბაჟო კავშირის ჩამოყალიბება იქნება საერთო ენერგო ბაზრის შექმნასთან ერთად.

რუსეთი დაინტერესებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში სავაჭრო ბარიერების გაუქმებით, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაბლოკა მისი გაწევრიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

შეხვედრას დამკვირვებლის სტატუსით უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩიც ესწრება.

XS
SM
MD
LG