ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალკოჰოლიზმი კვლავაც უდიდეს პრობლემად რჩება შეერთებულ შტატებში


ლკოჰოლიზმი კვლავაც უდიდეს პრობლემად რჩება შეერთებულ შტატებში. როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დადგინდა განსაკუთრებით სახიფათოა სმის დაწყება ადრეულ ასაკში.

ამერიკელ ალკოჰოლიკების უმეტესობა სმას 21 წლამდე ასაკში იწყებს. ასეთი დასკვნა გამოიტანა სპეციალურმა კომისიამ, რომელმაც 43 ათასი ალკოჰოლიკის გამოკვლევა ჩაატარა შეერთებულ შტატებში.

“ მე ვფიქრობ რომ ჩემი ასაკის გოგონები ყოველ კვირას სვამენ საკმაო რაოდენობის ალკოჰოლს.” აცხადებს ამ გამოკვლევის მონაწილე ერთ-ერთი ქალიშვილი.

თუ ეს მართლაც ასეა მაშინ ამ გოგონების საქმე არც ისე კარგად ყოფილა. ამ პრობლემაზე მომუშავე ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით რაც უფრო ადრეულ ასაკში იწყებს ადამიანი დალევას მით უფრო მეტია გალოთების საფრთხე.

ამ გამოკვლევის ავტორის რალფ ჰინგსონის განცხადებით:” ჩვენი აღმოვაჩინეთ რომ ის ვინც უფრო ადრე იწყებს სმას, გარდა იმისა რომ გალოთების უფრო მეტი რისკის ქვეშ იმყოფება, ეს რისკი უფრო სწრაფად შეიძლება ნამდვილ ალკოჰოლიზმში გადაიზარდოს. “

როგოც ცნობილია შეერთებულ შტატებში 21 წლამდე აკრძალულია ალკოჰოლის დალევა, მაგრამ ამას არავინ დაგიდევთ და ზოგიერთები უკვე 14 წლიდან იწყებენ ამ საქმეს. გამოკვლეულ ალკოჰოლიკთა ნახევარი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება.

ამავე გამოკვლევის მიხედვით ლოთების ორმა მესამედმა 25 წლის ასაკში დაიწყო სმა. განსაკუთრებით ართულებს ვითარებას ის გარემოება რომ ახლგზრდების უმრავლესობა თავისუფლად მოიხმარს ალკოჰოლს საკუთარი მშობლების თვალწინ. ამას კი მარტო ადმინისტრაციული ზომებით ვერაფერს უშველი თუ მოსახლეობის გათვითცნობირება ამ საკითხში დღევანდელ დონეზე დარჩა.

ამერიკაში ჩატარებული კიდევ ერთი გამოკვლევის მიხედვით ალკოჰოლი გაცილებით უფრო დამანგრეველ გავლენას ახდენს სუსტი სქესის წარმომდგენლებზე, საქრთველოსგან განსხვავებით კი ამერიკაში ქალებიც ისეთივე მაგარი მსმელები არიან როგორიც კაცები. თუმცა მანდილოსნები უფრო ადვილად თვრებიან, რაც სხვადასხვა მიზეზებთან ერთად იმითაც არის გამოწვეული რომ მათ ნაკლები წონა აქვთ და ორგანიზმის ინტოქსიკაციაც უფრო სწრაფად ხდება კაცებთან შედარებით.

მეცნიერების აზრით ამ პრობლემის გადაწყვეტაში დიდი როლი შეუძლიათ ითამაშონ მშობლებმა. მთავარია მათ ბავშობიდან შეაჩვიონ შვილები იმ აზრს რომ უზომო ალკოჰოლის მიღება საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ალკოჰოლის გაყიდვით მიღებული მოგება 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს ძალზე საეჭვოა რომ ოდესმე ამ მავნე ჩვევას ვინმემ სერიოზული ბრძოლა გამოუცხადოს.

XS
SM
MD
LG