ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლტოვილები ლიბანის სამხრეთში ბრუნდებიან


დღეს დილით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლას, ლიბანის სამხრეთში ათასობით ლტოვილის დაბრუნება მოჰყვა თან.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ლიბანის სამხრეთში, გზებზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალა, ათასობით ადამიანი უკვე შინისკენ მიეშურება.

გასულ კვირას ისრაელმა განაცხადა, რომ ყველას ვინც კი მდინარე ლიტანის სამხრეთით მგზავრობას გადაწყვეტს, ისრაელი ჰეზბოლას დამხმარედ ჩაითვლის და მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების უფლებას იტოვებს.

აფეთქებული ხიდების, დანგრეული გზისა და ისრაელის მხრიდან მუქარის მიუხედავად, ქალაქ სიდონიდან დღეს დილით ასობით ავტომობილი დაიძრა სამხრეთის მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ჰეზბოლას არც ერთი რაკეტა არ გაუტყორცნია, ისრაელის ჩრდილოეთში ხელისუფლება მოსახლეობას ჯერ-ჯერობით საფარებში დარჩენას ურჩევს.

XS
SM
MD
LG