ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს შუამავლობის შედეგად  ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ამოქმედდა.


ისრაელის ჯარმა და ჰეზბოლას მეომრებმა შეწყვიტეს ერთმანეთზე თავდასხმები ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის შემდეგ.

ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ რაიმე სერიოზული შეტაკებები აღარ მომხდარა. თუმცა ისრაელის სამხედროებმა ჰეზბოლას მეომრებს აუტეხეს სროლა როდესაც ისინი მათ პოზიციებს მიუახლოვდნენ. ამ შეტაკებების შედეგად ჰეზბოლას ორი მეომარი დაიღუპა.

ზავის დადების შემდეგ ისრაელმა თავისი ჯარების ნაწილი უკვე გაიყვანა ლიბანის ტერიტორიიდან, თუმცა ებრაელთა ძირითადი ძალები ინარჩუნებენ ადრე დაკავებულ პოზიციებს.

ამერიკის ხმის კორესპონდენტები ბეირუთიდან იტყობინებიან რომ ქალაქში განახლდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, საპორტო ქალაქ ტირში კი აღარ ისმის ისრაელის საარტილერიო ზალპების და საჰაერო თავდასხმების ხმაური.

გზები გადაჭედილია ლიბანელი ლტოლვილებით, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში თავიანთ მიტოვებულ სახლებში დაბრუნებას ცდილობენ.

ისრაელის ხელისუფლება აგრძელებს ლიბანის საჰაერო და საზღვაო ბლოკადას ჰეზბოლას იარაღით მომარაგების აღკვეთის მიზნით. ისრაელის მთავრობის განცხადებით ეს ბლოკადა რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებამდე გაგრძელდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის განცხადებით ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG