ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 60 კაცი დააპატიმრეს


ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის დედაქალაქში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 60 კაცი დააპატიმრეს, რომლებიც ბაღდადის სუნიტურ უბანში გასვენებაში იყვნენ მისულები.

ამერიკელები ეჭვობენ რომ ეს ხალხი ბაღდადში ავტომანქანების აფეთქებებში მონაწილეობდნენ.

ამჯამად ბაღდადსა და მის შემოგარენში მასშტაბური სამხედრო-პოლიციური ოპერაცია მიმდინარეობს რომელშიც შეერთებული შტატების და ერაყის 50 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს.

მიუხედავად ამისა მოთარეშეებმა დღეს კიდევ 12 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს, მათ შორის ერაყის პოლიციის ერთი კაპიტანი, რომელიც ბაქუბაში მოკლეს.

დღესვე ბაღდადის სამხრეთში საერთაშორისო ძალების ორი მებრძოლი დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG