ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ისრაელმა დამატებითი ჯარები შეიყვანა ლიბანის სამხრეთში


მას შემდეგ რაც გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და ჰეზბოლას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ისრაელის სამხედროების განცხადებით ამჟამად ლიბანის სამხრეთში 30 ათასი ებრაელი ჯარისკაცი ომობს.

ისრაელის ჯავშანსატანკო ნაწილები მდინარე ლიტანისკენ გაჭრას ცდილობენ, რომელიც ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში 30 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

ლიბანის ხელისუფლების განცხადებით ისრაელის ავიაცია აგრძელებს სიდონისა და ტირის, ასევე ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონების დაბომბვას რასაც 19 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ახლო აღმოსავლეთში გაეროს ელჩს ალვარო დე სოტოს იმედი აქვს, რომ ეს უკანასკნელი შეტაკებებია და ერთ-ორ დღეში ბრძოლები მთლიანად შეწყდება. თუმცა ისრაელის გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-ლეიტენანტ დან ჰალუცის განცხადებით ჰეზბოლას წინააღმდეგ იერიში კვალავაც გაგრძელდება კონფლიქტის ზონაში გაეროს სამშვიდობო ძალების განლაგებამდე. არაბული ტელეარხების ინფორმაციით ჰეზბოლას მეომრებმა დღევანდელი ბრძოლის დროს ისრაელის არმიის კიდევ 4 ჯარისკაცი მოკლეს და 30 დაჭრეს.

XS
SM
MD
LG