ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა, ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მასშტაბის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.


სადღეისოდ ისრაელის არმია ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლებშია ჩაბმული. ისრაელის მთავრობამ კი ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ მიმდინარე სახმელეთო სამხედრო ოპერაციის მასშტაბის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ გადაწყვეტილებით, ისრაელის ჯარი სამხრეთ ლიბანში მდინარე ლიტანიმდე უნდა შევიდეს. ისრაელის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა ელი იშაიმ განაცხადა, რომ ამ ოპერაციის განსახორციელებლად ისრაელს 30 დღე სჭირდება.

ისრაელი აცხადებს, რომ ლიბანის სოფელ ქანთარასთან, ჰეზბოლას მებრძოლებთან მომხდარი შეტაკების შედეგად 15 ებრაელი ჯარისკაცი დაიჭრა. არაბულენოვანიმა ტელესადგურმა ალ-ჯაზირამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დაღუპულია 11 ისრაელელი ჯარისკაცი.

ლიბანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ბექაას ველის აღმოსავლეთის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა აგრეთვე ლიბანის სამხრეთში, ქალაქ სიდონის მიდამოებში მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი დაბომბეს. ამ დაბომბვას 2 კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG