ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს იაპონიის ქალაქ ნაგასაკის ატომური დაბომბვიდან 61  წელი სრულდება


ქალაქის მერმა განაცხადა, რომ მსოფლიოს უძლიერესმა სახემწიფოებმა აუცილებლად რაიმე უნდა იღონონ ბირთვული იარაღის გავრცელების აღსაკვეთავად.

მერმა იჩო იტომ გააკრიტიკა შეერთებული შტატები, წელს ინდოეთისათვის ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაში ხელის შეწყობის აღთქმისათვის. მან აგრეტვე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა, რომელიც უკვე ფლობს ბირთვული იარაღს, საშიშროებას წარმოადგენს არა მარტო იაპონიისათვის არამედ მთელი მსოფლიოსათვის.

შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 9 აგვისტოს ნაგასაკის ატომურ დაბომბვას დაახლოებით 74 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაახლოებით ამდენივე ადამიანი დაიღუპა მოგვიანებით რადიაციული დასხივების გამო.

XS
SM
MD
LG