ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოფელ ქანში განხორციელებული სამხედრო ოპერაცია შესაძლოა საერთაშორისო კანონმდებლობის  დარღვევა იყოს


კოფი ანანის თქმით, ისრაელის მიერ სოფელ ქანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის თქმით, ისრაელის მიერ ლიბანის სოფელ ქანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს.

ბატონმა ანანმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქანას დაბომბვა, რომელსაც სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უნდა განიხილებოდეს, როგორც ადამიანის უფლებების კანონმდებლობის შესაძლებელი დარღვევა.

ლიბანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ 30 ივლისს მომხდარ, ქანის საჰაერო დაბომბვაში 56 ადამიანი დაიღუპა, თუმცა შემდგომი გამოძიების შედეგად ეს რიცხვი შემცირდა.

ამ დაბომბვასთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭომ განსაკუთრებული აღშფოთება და მწუხარება გამოხატა და კოფი ანანს ინციდენტის გამოძიება დაავალა.

ისრაელი აცხადებს, რომ ქანაში ჰეზბოლას მებრძოლები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებდნენ. ლიბანი კი ამტკიცებს, რომ დაბომბილ შენობაში მებრძოლებისა თუ იარაღის კვალს ვერ მიაკვლიეს.

XS
SM
MD
LG