ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანი კონფლიქტის ზონაში 15 ათასი სამხედროს  შეყვანას ცდილობს


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ ლიბანის მხრიდან კონფლიქტის ზონაში შეყვანის შეთავაზება შესწავლას იმსახურებს.

მაგრამ, დაამატა პრემიერ-მინისტრმა ისრაელი საბრძოლო ოპერაციას მანამ არ შეწყვეტს, სანამ ჰეზბოლა 12 ივლისს გატაცებულ 2 ებრაელ ჯარისკაცს არ გაათავისუფლებს.

დღევანდელი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას, ბატონმა ოლმერტმა თქვა, რომ ხვალ ისრაელის მინისტრთა კაბინეტი, ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მასშტაბის გაფართოების შესაძლებლობის განსახილველად შეიკრიბება.

არაბული ქვეყნების ლიგის წარმომადგენლები კი ბეირუთის მიერ დაუყონებლივ ცეცხლის შეწყვეტისა და ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჯარის გაყვანის წინადადების მხარდასაჭერად, დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლას აპირებენ.

რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა, რუსეთის მედიას განუცხადა, რომ უშიშროების საბჭომ არავითარ სემთხვევაში არ უნდა მიიღოს ისეთი რეზოლუცია, რომელიც ბეირუთისთვის მიუღებელია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კი გამოთქვა იმის იმედი, რომ რეზოლუციას დღეს მიიღებენ.

XS
SM
MD
LG