ერაყის პოლიციის განცხადების თანახმად ბაღდადის ჩრდილეთში პოლიციის შენობასთან კამიკაძე ტერორისტმა საბარგო მანქანაში აიფეთქა თავი.
აფეთქების შედეგად დაიღუპა უშიშროების სამსახურის ცხრა თანამშრომელი და დაიჭრა სულ მცირე 10 სამოქალაქო პირი.
ერაყის ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დღეს მეამბოხეები ბაღდადიდან ჩღდილოე-აღმოსავლეთში, კერძოდ ქალაქ ბაქუბაში ერაყის სამხედრო საგუშაგო პუნქტს დაესხნენ თავს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა ექვსი, ხოლო დაიჭრა 15 ერაყელი ჯარისკაცი.
თავდასხმისას დაიღუპა ერთი მეამბოხე.
ერაყისა და შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ბაღდადის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ სადრის რეგიონში განლაგებულ შიიტ მემაბოხეთა საფარზე.
ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ამ სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო შეეპყროთ ექსტრემისტები. ამავე განცხადების თანახმად შეტაკება რამდენიმე საათი გაგრძლედა და მას სულ მცირე სამი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპილთა შორის არიან ერთი ქალი და სამი წლის ბავშვი .