ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბეირუთში არაბული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრას მართავენ.


შეხვედრაზე განიხილავენ ლიბანის შემოთავაზებულ გეგმას ისრაელ-ჰეზბოლას კონფლიქტის დასარეგულირებლად.

შეხვედრა რამდენიმე დღეში მუსლიმთა წმინდა ქალაქში მექაში უნდა გამრთულიყო.

ლიბანის მთავრობა გაეროს რეზოლუციის პროექტში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რომელიც ბეირუთიდან ისრაელის ჯარების გამოყვანას ითვალისწინებს.

დღეს ნიუ-ორკში გამართულ კონფერენციაზე გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი სახლემწიფოს ოფიციალური პირები ლიბანის მოთხოვნას განიხილავენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს რომ მხოლოდ სამშვიდობო ძალების დისლოცირების შემდეგ მოხერხდბა ლიბანში კონფლიქტის დარეგულირება.

XS
SM
MD
LG