პალესტინის ხელისუფლება შეისწავლის პრემიერ-მინისტრის ისმაილ ჰანიეს სახელზე მიღებულ საეჭვო წერილს, რომელთან შეხებითაც უკვე 7 ადამიანი დაავადდა.
ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თელ ავივის საფოსტო შტამპიანი წერილი, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე პრემიერ-მინისტრის ოფისის მისამართზე მიიღეს. წერილის გახსნის შემდეგ ოფისში მომსახურე 7 ადამიანი შეუძლოდ გახდა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ბატონი ჰანიე ღაზას სექტორში ცხოვრობს და მას ისრაელის მიერ იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს.
პალესტინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელმა ბატონი ჰანიეს ჰამასის მოძრაობის 2 წევრი დააპატიმპრა. ერთი მათგანი პარლამენტის სპიკერი აბდელ აზიზ დუაიკია, რომელსაც ისრაელი ტერორისტობაში სდებს ბრალს.