ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ ლიბანის სასაზღვრო სოფლის დაბომბვის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ორმოცი ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს


ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ფუად სინიორამ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ განხორციელებულ, ლიბანის სასაზღვრო სოფელ ჰოულას საჰაერო დაბომბვის შედეგადნანგრევებში მოყოლილი 40 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს. ერთი კაცი

ისრაელის მიერ ლიბანის სხვა ტერიტორიების დაბომბვას, დღეს კიდევ 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან 5 კაცი ქალაქ ტირში მდებარე საცხოვრებელი სახლის დაბომბვას ემსხვერპლა.

ისრაელის თვითმფრინავებმა ბეირუთის სამხრეთით და ბექაას ველზე მდებარე ჰეზბოლას გამაგრებული პუნქტები დაბომბეს. აგრეთვე გაანადგურეს ქალაქ ტირის ჩრდილოეთით, მდინარე ლიტანიზე გადებული ხიდი.

ისრაელი განიხილავს ჯარის ლიბანის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შეჭრის შესაძლებლობასაც. ამ იდეას მხარს უჭერს ისრაელის სოფლის მეურნეობის მინისტრი შალომ სიმონიც:

“ჰეზბოლას მიერ ისრაელისათვის რაკეტების დაშენის შესაძლებლობის ასალაგმავად, ჩვენი არმია ლიბანში უფრო ღრმად უნდა შეიჭრას. ჰეზბოლას მიერ ისრაელის დაბომბვამ ჩვენი ქვეყნის პარალიზება გამოიწვია”. ციტატის დასასრული.

სამხრეთ ლიბანში კი ისრაელის ჯარის მიერ ჰეზბოლას წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში, დაიღუპა ერთი ებრაელი ჯარისკაცი.

პარალელურად ჰეზბოლამ რაკეტები დაუშინა ისრაელის ჩრდილოეთს, რის შედეგადაც დაიჭრა 1 ადამიანი.

XS
SM
MD
LG