ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში ჩადენილი გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმის განხილვისას, ამერიკელმა  გამომძიებელმა ჩვენება მისცა.


ერაყში ჩადენილი გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმის განხილვისას, ამერიკელმა გამომძიებელმა ჩვენება მისცა.

დღეს სპეციალურმა აგენტმა ბენჯამინ ბირსმა შეერთებული შტატების სამხედრო სასამართლოს განუცხადა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჯარისკაცმა ჯეიმს ბერკერმა მასთან საუბრისას სთქვა, რომ დანარჩენ ბრალდებულთაგან ორმა გააუპატიურა და მოკლა 14 წლის გოგონა, ხოლო მე-4-ე ჯარისკაცმა კი გოგონას მშობლები და და გამოასალმა სიცოცხლეს. მკვლელობის შემდეგ კი გოგონას გვამი ცეცხლს მისცეს.

სასამართლო განხილვისას უნდა გადაწყდეს, ჯარისკაცთა საქმის სამხედრო ტრიბუნალისათვის გადასაცემად არსებობს თუ არა საკმარისი სამხილი.

დანაშაული მიმდინარე წლის 12 მარტს მოხდა, ბაღდადის სამხრეთში მდებარე დაბაში.

ტრიბუნალის მიერ დამნაშავეებად ჩათვლის შემთხვევაში ოთხივე ჯარისკაცს სიკვდილით დასჯა ემუქრება.

XS
SM
MD
LG