საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტები ერთიანდება, თუმცა არა ცელკე სამინისტროს, არამედ ფინანსთა სამინისტროს შემადგენლობაში. ახალი ინიციატივის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა. საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების გაერთიანებებს, ცვლილება ადმინისტრაციული მოწყობის გარდა, საბაჟო ტარიფებსაც შეეხება, აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს რომ რეფორმა სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობას გააუმჯობესებს. საქართველოს პრეზიდენტი _ ჩვენ გვჭირდება თანამედროვე და ეფექტური საგადასახადო დეპარტამენტი. ფინანსური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია. როგორც კი საგადასახადო პოლიცია შედის ბიზნეს სუბიექტში, ავტომატურად ხდება ამ ბიზნეს სუბიექტის წარმომადგენლის კრიმინალიზაცია, რადგან ის შედის სისხლის სამართლებლივ ურთიერთობაში, მათ შორის ხდება “კრიმინალური” გარიგება. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისეთი რეფორმა, საგადასახადო სამსახურში, სადაც გაერთიანდება საგადასახადო, საბაჟო -სადაც საგადასახადო პოლიცია შევა მხოლოდ ერთერთ შენაერთად ამ ყველაფრის - და ბოლო ურთიერთობის ეტაპი მასთან უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში იქნება. - “საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პრობლემა უმუშევრობაა, და ამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში. საქართველოს მთავრობა, ახალი ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას იწყებს, პრეზიდენტი ბიზნესმენებს სთავავზობს, 3 თვით განუსაზღვრელი რაოდენობის საქართველოს მოქალაქე დაასაქმონ, ამ პერიოდში კი მთავრობა მათ 450 ლარით დააფინანსებს. წელს სახელმწიფო 50 ათას ადამიანს დააფინანსებს, 2007 წელს კი ეს რიცხვი გაორმაგდება. უმუშევრობის მთავარ მიზეზად მიხეილ სააკაშვილი კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ხალხის გადამზადება, და მათი სწორი პროფესიონალური ორიენტაცია - აცხადებს პრეზიდნეტი, რომელიც თავისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უმუშევრობის ორჯერ შემცირებას გეგმავს. კადრების გადამზადების მიზნით პირველი შვიდი სკოლა რეგიონებში სექტემბერში გაიხსნება, თუმცა სამომავლოდ ცენტრის რაოდენობა შეიძლება 50-მდე გაიზარდოს. მიხეილ სააკაშვილი _ უმუშევრებს, დაუსაქმებელ მოქალაქეებს, ისევე როგორც ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს - მე მინდა გთხოვოთ ყველას, აქტიურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, პირველი სექტემბრიდან ჩვენ მივიღებთ განაცხადებებს, როგორც შრომის სტაჟირების მსურველებისგან, ასევე თავად ბიზნესის წარმომადგნელებისგან. 18 სექტემბრიდან პირველმა ნაკადმა უნდა დაიწყოს ასეთი სახით მომზადება საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის რომ ამ ადამიანების რაოდენობა იყოს მაქსიმალურად დიდი, მაქსიმალურად გაზრდილი. - სახელმწიფო სულელი აღარ იქნება, აცხადებს პრეზიდენტი სატელევიზიო მიმართვაში, სამეწარმეო დავებს საქართველოში ამიერიდან უცხოელი არბიტრები გაარჩევენ. სააკაშვილის განცხადებით არბიტრაჟსა და ბიზნესში ერთ და იგივე ხალხის ყოფნა მთავრობის დიდი შეცდომა იყო. ამის გამო პრეზიდენტის განცხადებით სახელმწიფოს მოგების შანსი პრაქტიკულად არ ქონდა. სატელევიზიო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მზად არის უცხოელი არბიტრები მოიწვიოს და მაღალი ხელფასი გადაუხადოს, ისინი სამეწარმეო დავებს, ქართველ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი ნორმებით გადაწყვეტენ. მიხეილ სააკაშვილი _ ჩვენ გვჭირდება არბიტრაჟის ჩამოყალიბება, მაგრამ ისეთი არბიტრაჟის არა, ერთი წლის წინ რომ ჩამოვაყალიბეთ, ეს იყო მთავრობის შეცდომა, როცა პრაქტიკულად ერთი და იგივე ხალხი იყო ბიზნესში და იგივე ხალხი იყო არბიტრი. Aქედან გამომდიანრე, პრაქტიკულად სახელმწიფოს მოგების შანსი არ ქონდა. მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სულელი აღარ იქნება, და ასეთ სისულელეზე აღარ წავა. ჩვენ მზად ვართ მოვიწვიოთ უცხოელი არბიტრები, გადავუხადოთ მათ მაღალი ხელფასები და მათ გადავაწყვეტინოთ სამეწარმეო დავები. ეს საკითხი მომავალი წლის დასაწყისისთვის მთლიანად უნდა დავარეგულიროთ. - სალომე ზურაბიშვილი დღეს მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო მიმართვას ეხმაურებადა საგანგებო პრესკონფერენციას აწყობს. საქართველოს გზის ლიდერის განცხადებით პრეზიდენტის გეგმები მისაღებია, თუმცა ზურაბიშვილი ეჭვის თვალით უყურებს მისი განხორციელების პერსპექტივას. სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება რომ ხელისუფლებას ქონდეს მუდმივად დეკლარატიული პოლიტიკა. ხელისუფლებას გააჩნია ყველა ის ბერკეტები იმისათვის, რომ აამოქმედოს თავისი პოლიტიკა. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ერთი და იგივე განცხადებებს აკეთებს თვეების მანძილზე, მაგრამ არაფერი კეთდება და არაფერი იცვლება. მთავრობისგან და პრეზიდენტისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები და ამ ყველა კარგი განცხადების სიმპლემენტაცია ჩანს. სამაგიეროდ ერთადერთი პოლიტიკა, რომელიც ძალიან წარმატებულად ხორციელდება დღეს ქვეყანაში, არის პიარ პოლიტიკა.
პოპულარული
1