ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ანაბეჭდი ზღვაზე"-ფესტივალის შესახებ თბილისიდან


მაშინ, როდესაც საქართველო მუდმივად კონფლიქტურ მდგომარეობაში იმყოფება, მაშინ, როდესაც მუდმივად მოსალოდნელია სხვადასხვა სახის შეიარაღებული დაპირისპირებები _ ეს ყველაფერი ამ შემთხვევაში ტერიტორიალური მთლიანობის აღდეგენის იმედით ხდება.

ამ დროს ალბათ ხელოვანის უპირველესი დანიშნულება სახელმწიფოსათვის მუდმივად იმის შეხსენებაა, რომ ყველანაირი სახის კონფლიქტი მხოლოდ არა ძალადობრივი გზით უნდა მოგვარდეს. აქედან გამომდინარე, ყველა ხელოვანმა უნდა თქვას სიტყვა – მშვიდობისათვის! საბედნიეროდ ამის რამდენიმე მაგალითი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას ქონია.

აგვისტოს თვეში კი შავი ზღვის პირას კიდევ ერთი ამ სახის, თუ შინაარსის ფესტივალი იგეგმება. “ანაბეჭდი ზღვაზე”, რომლის ორგანიზატორებიც ბუნებრივია ჟურნალ “ანაბეჭდის” წარმომადგენლები არიან, ფესტივალს კიდევ ერთი დასახელება შემატეს _ ფესტივალი მშვიდობისათვის. ამის შესახებ ჟურნალის რედაქტორი ნინო დარასელი საუბრობს.

ნინო დარასელი - პირველ რიგში ალბათ ჩნდება კითხვა, რომ რა დროს ფესტივალია, როდესაც შიდა პოლიტიკური სიტუაცია ძალიან დაძაბულია. მაშინ როდესაც დრეს ახალგაზრდებს ურიგებენ ჯარში წასვლის პროპაგანდის ფლაერებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ამ ახალგაზრდების ყურადღება უნდა იყოს მიმართული ხელოვნებისაკენ და იქნებ იფიქრონ რომ იარაღის აღებას ხელში შეიძლება გიტარის აღება ჯობდეს. ასევე ბევრი საინტერესო აქცია გვაქვს დაგეგმილი ფესტივალზე და პირველ რიგში ჩვენი სურვილია, დადებითი განწყობა შევქმნათ, რისთვისაც ზღვა თავისთავად გვიწყობს ხელს, მუსიკა და ა.შ. მონაწილეობას მიიღებენ ძველი და ახალი ალტერნატიული ჯგუფები. გარდა კონცერტებისა იქნება ბევრი “არტ აქცია”, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მოემსახურება და გასწევს მშვიდობის პროპაგანდას.

ასე, რომ 15 აგვისტოდან 20 აგვისტომდე შავი ზღვის პირას დამსვენებლებს ბევრი საინტერესო სიახლე ელის. Bევრი მუსიკა, ბევრი ტანამედროვე ხელოვნება მშვიდობისათვის. “ანაბეჭდი ზღვაზე” არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ომს ყოველტვის აქვს ალტერნატივა და ეს გაცილებით უფრო მეტი თავისუფლებაა.

XS
SM
MD
LG