ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქ მოსულში კამიკაძის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.  


ერაყის პოლიციის განცხადებით, დღეს ჩრდილოეთის ქალაქ მოსულში კამიკაძის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად, რომელსაც ფეხბურთის მოედანზე ჰქონდა ადგილი 10 ადამიანი დაიღუპა. იმავე ქალაქში დამოუკიდებელ ინციდენტში, რომელსაც ორმხრივი სროლები მოჰყვა-9 ადამიანი დაიღუპა. აქედან სამი დაღუპული პოლიციელია.

ამ ფონზე, ათასობით შიიტი, რომლებიც რადიკალური მუსლიმანი სასულიერო ლიდერის მოქტადა ალ სადრის მომხრეები არიან-დღეს ბაღდადის ქუჩებში ჰეზბოლას მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

დაძაბულობა იქ პიკს აღწევს, მას შემდეგ საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დემონსტრაციის მონაწილე მოჰკლეს. ამერიკელების განცხადებით, სამხედროებმა ორი შეიარაღებული ტერორისტი მოჰკლეს.

XS
SM
MD
LG