ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები ლიბანს კვლავ უტევენ


ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები ლიბანს კვლავ უტევენ, და ბეირუთის გარდა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ობიექტებზეც მიაქვთ იერიში.

ლიბანელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაბომბვებისას დღეს სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის არტილერიამ სამხრეთ ლიბანის რამდენიმე სოფელი, და ჰეზბოლას სავარაუდო სამიზნეები დაბომბა.

ასევე დაიღუპა ერთი ლიბანელი ჯარისკაციც.ისრაელის ათასობით ქვეითი ჯარისკაცი ლიბანს არის შესეული.ისრაელელებს სახმელეთო ოპერაციების განხორციელების დროს სერიოზუული წინააღმდეგობა შეხვდათ, მაშინ როცა ისინი ჰეზბოლას პარტიზანების ისრაელის საზღვრიდან ჩამოშორებას, და 15 კილომეტრიანი უსაფრთხოების მონაკვეთის შექმნას ცდილობდნენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა უკვე მოითხოვა ისრაელის ჯარების კიდევ უფრო ჩრდილოეთით გაგზავნა-კერძოდ ლიტანის მდინარის რეგიონში, რომელიც ლიბანის ტერიტორიის შიგნით 20კილომეტრში მდებარეობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარმომადგენელი მარკ რეგევი ამბობს, რომ ისრაელის სტრატეგია ნაწილობრივ განისაზღვრება იმ პრინციპით რომ ლიბანის ვრცელი ტერიტორიის ოკუპირება არ უნდა მოხდეს, როგორც ამას 2000 წლამდე, 18 წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი.

XS
SM
MD
LG