ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ საჰაერო რეიდს 8 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა


ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ საჰაერო რეიდს 8 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პალესტინელი ექიმების თქმით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ საჰაერო რეიდს 8-ა პალესტინელის, მათ შორის 1-რთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თვითმხილველთა თქმით დაჭრილია 26-სი კაცი. მოკლულთა შორის აგრეთვე 2-რი პალესტინური შეიარაღებული ფორმირების წევრიცაა.

ისრაელი აცხადებს, რომ თვითმფრინავმა რაკეტა რეგიონში მოქმედი ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ თავდასხმის მზადებაში მყოფ შეიარაღებული ფორმირების ჯგუფს ესროლა. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ისრაელმა ღაზას აეროპორტთან 50-ათი ტანკი და სამხედრო ქვედანაყოფი განალაგა.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია, რომელსაც უკვე 160-ცი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პალესტინელების მიერ ისრაელის წინააღმდეგ რაკეტების დაშენისა და ისრაელელი ჯარისკაცების გატაცებების თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

XS
SM
MD
LG