ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნაღმის აფეთქებას 1 კანადელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთში 1 ნატოს ჯარისკაცი მოკლეს. ნატოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ავღანეთში ნაღმის აფეთქებას 1-რთი კანადელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც ალიანსმა ქვეყნის სამხრეთის გაკონტროლება ითავა, ეს უკვე ნატოს მე-4-ე მოკლული სამხედროა. დღეს საღამოს ყანდაარის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმაში ნატოს კიდევ 1-რთი ჯარისკაცი დაიჭრა. ავღანეთის პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნატოსა და ავღანეთის ძალების მიერ ჰალმანდის პროვინციაში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოკლულია 10-თალიბი მებრძოლი. შეერთებული შტატების მეთაურობით ავღანეთში მოქმედი საერთაშორისო კოალიციისაგან, ნატომ ავღანეთის სამხრეთის 6-სი პროვინციის უშიშროების გაკონტროლება მიმდინარე კვირას გადაიბარა.

XS
SM
MD
LG