ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას 5 მებრძოლი შეიპყრო.


ისრაელის არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში, ქალაქ ბაალბეკში, ისრაელელმა კომანდოსებმა ბრძოლაში ჰეზბოლას 10 მებრძოლიც მოკლეს 5 კი შეიპყრეს. ამ დროს კი ჰეზბოლამ ისრაელს 190-მდე რაკეტა ესროლა.

შეიარაღებული ფორმირება აცხადებს, რომ სინამდვილეში შეპყრობილები სამოქალაქო პირები არიან. ლიბანის ხელისუფლების თქმით, კომანდოსთა ამ რეიდს 15 მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქვეყნის სამხრეთში მდებარე ლიბანის არმიის პოსტზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა 3 ჯარისკაცი. ისრაელმა აგრეთვე ათასობით ჯარისკაცი შეიყვანა ლიბანის ტერიტორიაზე, ისინი უკვე ფარტომასშტაბიან ბრძოლებში ჩაებნენ.

ისრაელი აცხადებს, რომ ჰეზბოლას მიერ ნასროლი რაკეტის აფეთქებას ისრაელის ჩრდილოეთში 1 ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. რამდენიმე რაკეტამ ისრაელის ტერიტორიაზე 70 კილომეტრითაც კი შეაღწია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა განაცხადა, რომ ისრაელი ბრძოლას მანამდე არ შეწყვეტს სანამ ლიბანში საერთაშორისო სამშვიდობო ძალებს არ შეიყვანენ.

XS
SM
MD
LG