ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი სამხრეთ ლიბანში ძლიერ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის შეყვანას მოითხოვს


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ ისრაელი მანამ გააგრძელებს შეტევით ბრძოლას ჰეზბოლას წინააღმდეგ სანამ სამხრეთ ლიბანში ძლიერ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტს არ შეიყვანენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეჰუდ ოლმერტი აცხადებს, რომ ისრაელი მანამდე გააგრძელებს შეტევით ბრძოლას ჰეზბოლას წინააღმდეგ სანამ სამხრეთ ლიბანში ძლიერ საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტს არ შეიყვანენ.

“ისრაელი მაშინ შეაჩერებს ბრძოლას, როდესაც სამხრეთ ლიბანში საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტი განლაგდება.” ციტატის დასასრული.

ასოშიეიტედ პრესისა და როიტერის სააგენტოებისათვის მიცემულ დღევანდელ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა დაამატა, რომ მისი აზრით საერთაშორისო კონტინგენტს უნდა მიეცეს მანდატი რათა, გაეროს რეზოლუციის ძალით შესძლოს ჰეზბოლას განიარაღება. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ჰეზბოლამ დაუყონებლივ და უპირობოდ უნდა გაანთავისუფლოს გასულ თვეს სეიარარებული ფორმირების მიერ დატყვევებული 2-რი ებრაელი ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG