ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  რომის პაპმა ბენედიქტე მე-16 მოწინააღმდეგე მხარეებს ლიბანში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა


რომის პაპი განსაკუთრებით შეძრა ქალაქ ქანაში მშვიდობიანი ლიბანელების დაღუპვამ.

რომში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მლოცველებს ბენედიქტე მე-16 განუცხადა რომ მთელმა მსოფლიომ იხილა უმოწყალოდ დახოცილი ბავშვების ცხედრები, რომლებიც ისრაელის ავიაციის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

რომის პაპის განცხადებით ის დიდი გულისტკივილით კიდევ ერთხელ მოუწოდებს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარე ომის შეწყვეტისკენ.

ბენედიქტე მე-16 საერთაშორისო საზოგადოებას აღნიშნულ კონფლიქტში უფრო აქტიური ჩარევისკენ და პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG