ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებულმა შტატებმა ირანის მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა


შეერთებულმა შტატებმა ირანის მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ირანელი დისიდენტი სტუდენტის გარადაცვალების შესახებ თეირანის ევინის ციხეში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა დაღუპული აქტივისტის აკბარ მოჰამედის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

მოჰამედი ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა 30 ივლისს. ის 1999 წელს სტუდენტური გამოსვლების დროს დააპატიმრეს.

XS
SM
MD
LG