ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე გამხორციელებულ სარაკეტო დარტყმას 2-რი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


პალესტინელი თვითმხილველების თქმით, ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო დარტყმა მიიტანა. რის შედეგადაც დაიღუპნენ მოზარდი ბიჭი და ქალი. ამავე ინფორმაციის თანახმად დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ მათ ღაზას სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას უპასუხეს. ექიმების განცხადებით კი, გასულ კვირას ისრაელის სატანკო ჭურვით დაჭრილი გოგონა გარდაიცვალა.

გასულ თვეს, ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე განხორციელებულ საჰაერო და საარტილერიო დარტყმებს 150-ათზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG