ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ერაყში განხორციელებულ რამდენიმე აფეთქებას სულ მცირე 50-ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ბაღდადის ჩრდილოეთით, გზის პირას ჩამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა ავტობუსი, რომელსაც ერაყელი სამხედროები გადაჰყავდა. ამ აფეთქებაში დაიღუპა 23-თი ჯარისკაცი. ქალაქ მაჰმუდიაში, მანქანაში დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებამ 7-დი ადამიანის, მათ შორის 1-რთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბაღდადში მომხდარი ზემოთქმულის მსგავსი მეორე აფეთქებისას დაიღუპა14-ტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ჯარისკაცი.

ქალაქ კირკუკსა და დაბა მუქდადიასი განხორციელებულ აფეთქებებს კი სულ მცირე 10-თი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამავე დროს ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქ ბასრაში მდებარე სამხედრო ბაზას, ნაღმსატყორცნიდან ესროლეს. ამ შეტევაში დაიღუპა 1-რთი ბრიტანელი ჯარისკაცი. ხოლო გზისპირა ნაღმის აფეთქებას 1-რთი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG