ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

  ისრაელის ჯარები აგრძელებენ ჰეზბოლას პარტიზანებთან ბრძოლას


ისრაელის ხელისუფლების განცხადებით ამ ქვეყნის არმია ლიბანის ტერიტორიის სიღრმეში 30 კილომეტრის მანძილზე აპირებს შეჭრას მდინარე ლიტანამდე.

ორ დღიანი ბრძოლების შემდეგ ისრაელის სამხედროებმა ჰეზბოლას 20-მდე პარტიზანის განადგურების შესახებ გააკეთეს განცხადება. არაბული მედია კი ჰეზბოლას წყაროებზე დაყრდნობით სამი ებრაელი ჯარისკაცის მკვლელობის შესახებ იტყობინება. ამ ინფორმაციის მიხედვით საზღვრისპირა სოფელ აიტა ალ-შააბთან გამართული ბრძოლისას მრავალი ებრაელი ჯარისკაცი დაიჭრა.

ისრაელის სამხედროების განცხადებით ჰეზბოლამ რაკეტებით დაბომბა ერთ-ერთი სოფელი, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ამირ პერეცის განცხადებით ამ ქვეყნის არმია ნებისმიერ ავტომანქანას გაანადგურებს რომელიც სირიიდან ლიბანში იარაღის შეტანას შეეცდება.

XS
SM
MD
LG