ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საჰაერო დაბომბვის დროებით შეწყვეტის პირობის მიცემის მიუხედავად, დღეს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ლიბანის სამხრეთი დაბომბეს.


საჰაერო დაბომბვის 48-ა საათით შეწყვეტის პირობის მიცემის მიუხედავად, დღეს ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ლიბანის სამხრეთი დაბომბეს.

ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბის გაზრდას აპირებს.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დაბომბვა ჰეზბოლას შეიარაღებული ფორმირების მიერ ებრაელთა დაჯავშნული მანქანისათვის ტანკსაწინააღო ჭურვის ტყორცნამ გამოიწვია. რის შედეგადაც დაიჭრა 3-მი ჯარისკაცი.

ისრაელი აცხადებს, რომ დაბომბვის 48-ა საათით შეწყვეტის გადაწყვეტილების განხორციელება დღეს დაიწყო, თუმცა ჰეზბოლას წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს.

დღესვე, ისრაელის საზღვაო ძალებმა ქალაქ ტირის მიდამოებში განლაგებულ ლიბანის სამხედრო პოსტს გაუხსნეს ცეცხლი. რის შედეგადაც დაიღუპა 1-რთი ლიბანელი ჯარისკაცი, ხოლო 3-მი კი დაიჭრა. ლიბანიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად კი, ჰეზბოლამ რაკეტები დაუშინა ისრაელის ქალაქ კირიატ შემონას. ამ დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ამირ პერეცმა უარყო ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტის საერთაშორისო მოთხოვნა და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ექსტრემისტებს შეტევაზე გადასვლის შესაძლებლობას მისცემს.

XS
SM
MD
LG