ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

    პრეზიდენტ ბუშის განცხადებით შეერთებული შტატები მყარი მშვიდობის დამყარების მომხრეა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.


ბატონი ბუშის თქმით სირიამ და ირანმა უნდა შეწყვიტონ ჰეზბოლას ტერორისტების მხარდაჭერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავი აარიდა ისრაელის კრიტიკას და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად მხარი არ დაუჭირა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით ისრაელსა და ჰეზბოლას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები ლიბანში შესაძლოა ამ კვირაშივე შეწყდეს.

იერუსალიმში მყოფმა ქალბატონმა რაისმა განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუციის პროექტს დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ლიბანში კი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განთავსების მომხრეა.

ვაშინგტონში გამგზავრების წინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საჭიროა კონსენსუსის მიღწევა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით, რათა მოწინააღმდეგეებს შორის გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდეს.

რუსეთმა და საფრანგეთმა ისრაელს მოუწოდეს საჰაერო თავდასხმებზე გამოცხადებული მორატორიუმი ცეცხლის საბოლოო შეწყვეტით შეცვალოს.

XS
SM
MD
LG