ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ხელისუფლების განცხადებით პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ყაჩაღებმა ბაღდადის ერთ-ერთ უბანში 25 ადამიანი გაიტაცეს.


გატაცებულთა შორისაა ამერიკა-ერაყის კომერციული პალატის ხალმძღვანელი და მისი 11 თანამშრომელი. თვითმხილველთა განცხადებით გამტაცებლებმა 15 ავთომანქანით დატოვეს შემთხვევის ადგილი.

ბაღდადში ამ ბოლო დროს ძალზე გახშირდა ამის მსგავსი გატაცებები, როდესაც ყაჩაღები პოლიციის ფორმებში არიან გამოწყობილნი.

დღესვე მოთარეშეებმა ერაყში კიდევ 16 ადამიანი მოკლეს. მოსულში ერაყის არმიის 4 ჯარისკაცი დაიღუპა კამიკაძის მიერ ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG